BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები 2019 წლის დასაწყისში

2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა ირლანდია - 47.4%-ით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 15.1%-ით, ხოლო მესამეზე აშშ - 8.0%-ით.

აღსანიშნავია, რომ ლიდერი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე მყოფი ირლანდიიდან ფიქსირდება ინვესტიციების ზრდა. 2019 წლის I კვარტალში ამ მაჩვენებელმა 133.2 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს, ამ მიმართულებიდან ინვესტიციები შემცირებულია და თუ გასული წლის პირველ კვარტალში ეს თანხა გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში 82.6 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს ეს რიცხვი 42.4 მლნ დოლარამდე შემცირდა; რაც შეეხება აშშ-ს, გასული წლის პირველ კვარტალში, ჩვენს ქვეყანაში 23.6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, წელს კი 22.5 მლნ დოლარის.

სტატისტიკის ერონული სამსახურის წინასწარი მონეცემების მიხედვით, სამეულ მოჰყვება იაპონია, რომლის წილი პირდაპირ ინვესტიციებში 6.5%-ია, მეხუთე ადგილს პანამა 6.0%-ით იკავებს; მეექვსეს - აზერბაიჯანი 5.5%-ით; მეშვიდეს - რუსეთი 5.1%-ით; მერვეს - დანია 3.9%-ით, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2.6%-ია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%-ით ნაკლებია.

463