BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქსტატი FDI-ის შემცირების მიზეზებს განმარტავს

"შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში", - ასე განმარტავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური FDI შემცირებას.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%–ით ნაკლებია.
 
2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი FDI-ის ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ირლანდია - 47.4%–ით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 15.1%–ით, ხოლო მესამეზე აშშ - 8%–ით. 
 
 
118