BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  6.3%-ით შემცირდა.

2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 %-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფომრაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

122