BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „სსიპ-ის ხელმძღვანელი არ იყო ვალდებული, რომ ახალმოსული მინისტრი ჩავეყენებინე საქმის კურსში, მაგრამ...“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვაზე, ვალდებული იყო თუ არა კახა კაკაურიძე უშუალოდ მინისტრისთვის შეეთანხმებიდან ამ დოკუმენტის გაცემის საკითხი, განაცხადა რომ „სსიპ-ის ხელმძღვანელი არ იყო ვალდებული ახლადმოსულ მინისტრთან ეს საკითხი შეეთანხმებინა“.

რომან გოცირიძის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: „ბატონმა კახა კაკაურიძემ განაცხადა, რომ მას უშუალოდ თქვენთან არ ჰქონდა კონტაქტი, ვალდებულია დეპარტამენტის უფროსი გადაწყვეტილების მიღების აი, ამ მრავალმხრიანი პროცედურის გავლის შემდეგ უშუალოდ თქვენთან შემოვიდეს კაბინეტში“ ვინ არის ის კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ალბათ აქ ზის, თუ უშუალოდ თქვენთან არ ჰქონდა კომუნიკაცია, გაშუალებულად მინისტრის მოადგილეს მაინც ეცოდინებოდა... ვინ არის მოადგილე, რა გვარია, თუ ის კაცი გაანთავისუფლეთ თვქენი მოადგილე რატომ არ მოხსენით სამსახურიდან? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ამ კაცმა ჩაიდინა და ამას ხელს ვერ მოაწერდა შიდა პროცედურების მოგვარების გარეშე, გამოდის რომ ეს ყოფილა კორუფციული და დანაშაულებრივი ფაქტი და ეს ადამიანი უნდა იყოს დღეს ციხეში. თქვენ ამ ადამიანს სწირავთ, იმიტომ რომ შეიცვლება ხელისუფლება და ეს საკითხი ასე არ დარჩება?“

რაზეც ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა:

„რაც შეეხება ვინ იცოდა, როგორ მოხდა ამის გაცემა?

 ფაქტია, რომ პროცესი მართლაც დაიწყო მანამ, სანამ მე დავინიშნებოდი მინისტრად. ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის შიდა მოკვლევა და მისი ამოცანაა არა იმდენად ის, რომ ვიღაც დაისაჯოს, იმიტომ  რომ ჩვენ უკვე მივიღეთ მძიმე საკადრო გადაწყვეტილებები, არამედ ის რომ გავერკვეთ რამ ვერ იმუშავა სისტემაში, დისკომუნიკაცია იყო... როგორ მოხდა ისე, რომ...

კი, ამ სსიპ-ის(ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო) ხელმძღვანელი ადამიანი არ იყო ვალდებული, რა თქმა უნდა, ახალმოსული მინისტრი ჩავეყენებინე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი ბოლოშია გასული პროცედურა და გაიცემა, მაგრამ რასაკვირველია, როდესაც საუბარია მნიშვნელოვან პროექტზე, მნიშვნელოვან ინვესტორზე, მას ეს კომუნიკაცია აუცილებლად უნდა მოეხდინა უშუალოდ ჩემთან, რომელიც რამდენიმე დღის მისული ვიყავი თანამდებობაზე“.

რომან გიცირიძის კითხვაზე ვინ არის ის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა კაკაურიძეს, ნათია თურნავამ პასუხისგან თავი შეიკავა და უპასუხა: „მე ვაფასებ ბატონო რომან, რომ გვეხმარებით ჩვენი შიდა პროცედურების გარკვევაში. დიდი მადლობა, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, გვყვავს კომპეტენტური სტრუქტურა ეს არის შიდა აუდიტი, მოკვლევა მიმდინარეობს და თუ ისეთი სურათი გამოიკვეთება, რომელიც ჩავთვლით, რომ საინტერესოა საზოგადოებისთვის აუცილებლად გაგაცნობთ.

მთავარი ის კი არ არის რაც მოხდა, არამედ ის სტატუსი რაც დღეს გვაქვს. გვაქვს პროექტი ანაკლია - მხარდაჭერილი, არც ერთი დოკუმენტი, თუნდაც მეორე ხარისხოვანი ხელს არ უშლის მის განვითარებას. არის ჩვენი მხრიდან დეკლარირებული და უკვე განხორციელებული მხარდაჭერა. ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ველოდებით ინვესტორს, რომ თავის მხრიდან გადადგას ნაბიჯი“.

404