BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადების დარღვევის გამო $11 მლნ პირგასამტეხლო აპატია“

"ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, ვადების დარღვევის გამო", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისიტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მნიშვნელოვანი, არამდენ მნიშვნელოვანია ის რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს.

მინისტრმა სახელმწიფოსა და ინვეტორის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნის საფუძველზე ვადები არაერთხელ შეიცვალა.

„პირველ რიგში მინდა ვთავქა ცალსახად, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკის სამინისტროსთვის რა საკვირველია. ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით და ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა.

მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ანაკლიას, როგორც პროექტს და ვთავაზობთ კერძო ინვესტორს. ეს არის:

- 100 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს.

- 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის გაკეთება უკვე დაწყებულია და ეს არ არის მხოლოდ დაპირება.

- ეს არის იგივე მოქნილი ვადები - თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, რომ პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დასრულებისა და ფინანსური დახურვის იყო ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული. მას შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად მათთან ჩვენ კვლავ ფინანსური შეკვრისა და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს ვიხილავთ.

ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, ვადების დარღვევის გამო. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რომ ეს პროექტი შედგეს, რადგან ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებითვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენ საპორტო სისტემაში. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანაკლია დროულად ამოქმედდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი დროულად შეძლებდეს ტვირთების მიღებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

114