BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვალერი ჩეხერია: „ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი „აჭარა ჯგუფის“ საკუთრება იყო“

"ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი "აჭარა ჯგუფის" საკუთრება იყო", - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ Business Time-ს განუცხადა.

მისი თქმით, მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

"ამ დროისთვის მიმდინარეობს მიზეზების დადგენაზე მუშაობა. 3 გარდაცვლილი ჩვენი თანამშრომელი იყო", - გვითხრა ჩეხერიამ. 

შეგახსენებთ, რომ "აჭარა ჯგუფი" უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელს "Holiday Inn", თბილისსა და ყაზბეგში არსებულ სასტუმროებს „Rooms Hotel”, უმაღლესი კლასის სასტუმროს "Stamba Hotel" და "Fabrika Hostel"-ს აერთიანებს. 

532