BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კობა გვენეტაძე: „ლარის გაუფასურებას გამყარება მოჰყვება“

ლარის გაუფასურებას გამყარება მოჰყვება, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას და აღნიშნავს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

სებ-ის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცენტრალური ბანკები და სმაკროეკონომიკური საერთაშორისო ორგანიზაციები ვალუტის კურსის მოკლევადიან ცვლილებაზე კომენტარს არ აკეთებენმ.

„გაცვლითი კურსიდან მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი  თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის ინფორმაციას რამდენიმეა და თვალშისაცემია, რომ ასე ხდება ხოლმე“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

237