BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აპრილში, ბანკების მიერ გაცემული სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, დოლარიზაციის კი შემცირდა

აპრილში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 120.7 მლნ ლარით (1.0%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 225.0 მლნ ლარით (1.5%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8%-ით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.9%-ით ნაკლები).

2019 წლის აპრილის  განმავლობაში 0.7%-ით ანუ 101.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.92% შეადგინა. 2019 წლის პირველი აპრილის  მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.71 პროცენტული პუნქტით).

190