BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრემიერი ლარის გაუფასურებას თურქულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს

„ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავისი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებს შეეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ეფექტი არის მოკლევადიანი და ქვეყანა გრძელვადიან ეფექტებზე უნდა იყოს ორიენტირებული. მისი თქმით, საქართველოს მცირე ეკონომიკა არ უნდა იყოს მოწყვლადი, რისთვისაც მთავრობა რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„მე მაქვს ანალიტიკური მონაცემები ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და შესაბამისად ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავისი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში.

ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება, აქედან გამომდინარე ყველა ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე.

თუმცა, რაღა თქმა უნდა იმ მოვლენებმა რომლესაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკიში რაღა თქმა უნდა იქონია გავლენა მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც მე დაგისახელეთ და ეროვნული ბანკის რეზერვების არის ძალიან მასშტაბური და მყარი . ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მყარი. საერთაშორისო სავალუტო მისიამ იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა“, - განაცხადა ბახტაძემ.

616