BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აპრილში ელექგტროენერგიის იმპორტი 86%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 80.840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.216 მლნ კვტ.სთ) 86%-ით მეტია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საერთო ჯამში, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 613.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (541.998 მლნ კვტ.სთ) 12%-ით მეტია.

იმპორტისგან განსხვავებით, საექსპორტო ელექტროენერგია საქართველოში გენერაციის ობიექტებმა თითქმის ვერ გამოიმუშავეს. თუ გასული წლის აპრილში, თითქმის 62 მლნ კვტ.სთ გავიდა ექსპორტზე, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 38 ათას კვტ.სთ-ზე ჩამოვიდა.

282