BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კრისტინ ლაგარდი: „კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამა დაასრულოს“

„კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ლაგარდმა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების წარმატების შესახებ აღნიშნა, და მამუკა ბახტაძეს მიმართა: „თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით“

სსფ-ის მმართველი დირექტორის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, რათა მიღწეული იყოს სტაბილურობა და წინსვლა თქვენს საზოგადოებაში. ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მალე მეოთხე მიმოხილვა დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც ძალიან დიდი წარმატება გექნებათ. მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს თქვენს მიერ დასახული და ჩვენთან შეთანხმებული მიზნების შესაბამისად“, - განაცხადა ლაგარდმა.

 

272