BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კრისტინ ლაგარდი: „ფულადსაკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქათველომ პრინციპით „იჩქარე ნელა“ უნდა იმოქმედოს“

ფულადსაკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქათველომ პრინციპით „იჩქარე ნელა“ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფორნდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საგარეო რეზერვების, გაცვლითი კურსის, ეროვნული ვალუტისა და ფინანსურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

კრისტინ ლაგარდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა გარე რისკების მიმართ სუსტია.

„საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე რისკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ზეწოლას ვაჭრობის და ფინანსური რყევების ფონზე. პოლიტიკის განმსაზღვრელებმა შეიძლება დაიცვან ქვეყანა ამ რისკებისგან ძალიან სრულყოფილად. უნდა ჰქონდეს ქყეყანას გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი, რაც საქართველოს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას, ეს არის ეკონომიკა, რომელსაც გარე მოთხოვნა განაპირობებს და ეს სისუსტე საქართველოში შესამცირებელია.

რაც შეეხება საგარეო რეზერვების გაზრდას და განვითარებას, უნდა განხორციელდეს გონივრული, ფინანსური ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მე რამდენადაც ვიცი, ახლა ხდება მიმოხილვა ამისა და არის ერთი გამოთქმა: იჩქარე ნელა! - ეს მგონი, კაპიტალური ბაზრის განვითარებას საქართველოში ნამდვილად ეხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე კოორდინირებულად ხდება რეგიონში ამ მიმართულების განვითარება,“ - განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

498