BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კრისტინ ლაგარდი: „მიგვაჩნია, რომ შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხები“

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხები“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, დოლარიზაცია ბევრ კომპანიას და შიდა მეურნეობას დაუცველ პოზოციაში აყენებს და მათ ფინანსურ მდგრადობას უშლის ხელს.

„საქართველომ დიდი გზა გაიარა და უნდა გაიძლიეროს რწმენა საკუთარი ვალუტისადმი. ამ მიმართულებით წინსვა რეალიზებულია ბანკების საბალანსო უწყისების გაძლიერებით, ფინანსური განათლების განვითარებით და შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, გრძელვადიანი ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებით და ეს ყველაფერი ძალიან სწორად და კოორდინირებულად უნდა მოხდეს მეზობლებთან, განსაკუთრებით ცენტრალური კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - განაცხადა ლაგარდმა.

267