BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ექპოსრტის ფასების ინდექსი 6%-ით, იმპორტის კი 8%-ით გაიზარდა

2019 წლის აპრილში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა წლის აპრილთან შედარებით 6.0%-ით, ხოლო იმპორტის ფასების ინდექსი - 8.0%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. ფასების 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 6.0%-ით. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6.5 %-ით, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე 3.7%-ით.

რაც შეეხება იმპორტის ფასების ინდექსის ცვლილებას, წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 8.0%-იანი ზრდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 8.1%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 9.1%-იანი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 5.6%-იანი კლება.

540