BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აპრილში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები თვიურად - 0.2%-ით, წლიურად კი 5.7%-ით გაიზარდა

2019 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 5.7% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.5%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.38 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1.2%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (2.3%).

რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა წლის აპრილთან შედარებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.28 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.9%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (16.6%);

• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა;

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი ზრდა, რამაც 0.14 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

535