BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ეკონომიკას“

„საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ეკონომიკას“, - ამის შესახებ სააერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა, სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს რეფორმები პასუხობს საერთაშორისო ეკონომიკის წინ მდგარ შოკებს, რომლებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ საქართელოს ეკონომიკაზე.

სსფ-ის მმაართველმა დირექტორმა საქართველოს ხელისუფლებას ამ რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„ეკონომიკა გადადის გეგმიური ეკონომიკიდან ახალ ეკონომიკაში. აქ გამოიკვეთა ტურიზმი. ამითაც თქვენ გამორჩეული ხართ, იმიტომ, რომ ტურისტული მიმზიდველობის კარგი ცენტრები გაქვთ, ვაჭრობა იზრდება, იქმნება მსოფლიოში ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო ქვეყანაში. ეს ტრანსფორმაცია არის იმ მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგი, რაც საქართველოში შეინიშნება.

ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში, რომ გახსნილობა ქმნის სისუსტეებსაც და სისუსტე ნებისმიერი ეკონომიკური ტენდენციის ფარგლებში, მათ შორის შოკებისთვის, არის დამაზიანებელი, მტკივნეული და ეს ჩვენ ფინანსური კრიზისების პერიოდში განგვიცდია. ზუსტად ამიტომ ახორციელებს საქართველო იმ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ეკონომიკას, გამძლეობას შოკების მიმართ და აი, ამ ეკონომიკურ ტენდენციებს აუწყობს ფეხს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ რეფორმებს. იმ რეფორმებს, რომლებმაც საქართველო კონკრეტული მიზნებისკენ უნდა მიიყვანოს და საქართველოს მოსახლეობას შვება მისცეს.

ჩვენ გვესმის, რომ გრძელვადიანი მიზნები გულისხმობს ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას, საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის სრული პოტენციალის გახსნას“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

552