BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კობა გვენეტაძე: „სსფ თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სისტემური ეკონომიკის, ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სისტემური ეკონომიკის, ისე ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან ერთად, სტუდენტებთან შეხვედრამდე განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კრისტიან ლაგარდს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველი ვიზიტია საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო მას, რომ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვა", - განაცხადა გვენეტაძემ.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან.

კრისტინ ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 19-21 მაისს მოიცავს, დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.

540