BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქობულია: „ანაკლიის პროექტს შესაძლოა პოლიტიკური პრობლემების გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს“

„ანაკლიის პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან ღია ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა. 

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრის თქმით, ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება.

„მე არ დავსწრებივარ ისეთ განხილვებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა და ეროვნული ბანკი. შეიძლება სადღაც იყო ასეთი განხილვები, მაგრამ მე პირადად არ მივუწვევივარ. რა თქმა უნდა ანაკლიის პროექტის განხილვა გუნდში მრავალჯერ იყო. ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. ჩვენ ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ, რომ აქ არის მძიმე კომერციული პრობლემებიც“, - განაცხადა ქობულიამ.

116