BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ჩვენი ბაზარი არის მცირე და ღარიბი, იმიტომაც არის რომ, რა კომპანიებიც შემოდის, არცერთი არ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განმახორციელებელი“

ჩვენი შინაგანი ბაზარი არის მცირე და ღარიბი, იმიტომაც არის რომ, რომ ვნახოთ, რა ინვესტიციები შემოდის, არცერთი კომპანია არ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განმახორციელებელი, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა. 

"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. აუცილებელია, გააზრებული, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნებართვების, ლიცენზიების, უძრავი ოქნების განკარგვის და სხვა საკითხების მიმართულებით; შემდგომი არის ბიზნესის ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული ჩავასხათ ეკონომიკაში, აქ კაპიტალური ბაზრის კანონმდებლობის შექმნაზე, მოძრავი გირაო და გრძელვადიანი სესხების შექმნაზეა ლაპარაკი, როელიც სოფლის მეურნეობას წაადგება", - განაცხადა ქობულიამ. 
374