BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

I კვარტალში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 1.7%-ით გაიზარდა

2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 2.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.7% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.0% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

790