BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

4 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქონლით საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმა მთლიან ბრუნვაში, ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (17.9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.7 მლნ. აშშ დოლარი (3.1%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3% შეადგინა.

461