BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

4 თვეში საქართველოს აეროპორტები 1 450 847 მგზავრს მოემსახურა

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1 450 847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1 208 422 მგზავრი).

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი  ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტშიდაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331 523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296 163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%-ით  მეტი შეადგინა (2018 წელი 1 020 104 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67%-ით გაიზარდა და 67 530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40 413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  224 314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით მეტია. (2018 წელი 118 433 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 532  მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31 501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88 448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68 261 მგზავრი).

185