BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქობულია: „მთავრობაში დაუწერელი “თამაშის წესები” თავიდანვე უნდა შემესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება“

„მთავრობაში არსებული დაუწერელი “თამაში სწესები” თავიდანვე უნდა შემესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება გავმხდარიყავი თუ არა “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი“, - ამის შესახებ “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგო ქობულია.

“იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მე ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ მაინც იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორე და მეგონა მივიტანდი მმართველ გუნდამდე და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ. ეს განცდა მქონდა, მქონდა ამის იმედი და მაქსიმალურად ვცდილობდი ეს გამეკეთებინა. მაგრამ როგორც დავინახეთ ბოლომდე არ გამომივიდა”.- ამბობს ექს-მინისტრი. 

“ჩემთვის გასაკვირია იმაზე ლაპარაკი, რომ მე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, იმიტომ რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილებების ნელი ტემპი გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, მე მინდოდა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიმეღო და ამის საშუალება ბოლომდე არ მქონდა. რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მუხრუჭი საკითხებში რომელიც მიმაჩნდა რომ არ იყო სწორი.  მე დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ზოგადად იყო მთელი რიგი საკითხები რომლებიც იყო უფრო პოლიტიკურად დატვირთული ვიდრე შედეგზე ორიენტირებული. და მე ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებებს,”- ამბობს ქობულია. 

 

215