BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან მეხუზლა: „ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს“

იანვარ-აპრილში, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63.2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგნეტოს მონაცემებით, 4 თვეში საქართველოდან მსოფიოს 38 ქვეყანაში, ღვინის 179 კომპანიამ 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექპორტი განახორციელა,  რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ  რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

1024