BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფინანსთა მინისტრი: „დანაზოგზე რაც უნდა ის აკეთონ, ვალდებულებას ნუ აიღებენ დოლარში“

„დანაზოგზე რაც უნდა ის აკეთონ, ვალდებულებას ნუ აიღებენ დოლარში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დოლარიზაციის შესამცირებლად ამოქმედებულ რეგულაციებს ეხებოდა. გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოსახლეობას უთითებს, თუ რომელ ვალუტაში აიღონ სესხი, თვითონ კი ამ წესებს არ ითვალისწინებენ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავროეს პრობლემას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს.

„ეს ადამიანები, რომელთაც რაიმე ტიპის ვალდებულება აქვთ დოლარში და მცირე შემოსავალი აქვთ ლარში, თორე ვისაც 100 ათასი და 50 ათასი თვეში შემოსავალი ლარში აქვთ, ის პრაქტიკულად, იმდენად დიდია თანხა რომ იქ არც კი ვრცელდება რეგულაციები. ამას თავი დავანებოთ. აქ არის საუბარი, რომ ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს და ვალდებულება აქვს დოლარში, ის ძალიან მძიმე მგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე . ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა ვიღაცას ჭკუას ასწავლის.

ჩვენ გვაქვს დილემა საბოლოო ჯამში: ერთი რომ ადამიანს, ვისაც აქვს იპოთეკა დოლარში და შემოსავალი ლარში და ყოველ დილით მოდის ყაზბეგის ქუჩაზე და უყურებს რა მოუვიდა კურსს და მაგას ნერვიულობს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მცურავი გაცვლითი კურსი. ჩვენ თუ კურსის დაფიქსირებით წავედით, დავღუპავთ ამ ქვეყანას, შესაბამისად ამ მოწყვლადობის მინიმიზაცია ხდებოდა მეტი ხო არაფერი?! რა შუაშია ჩემი შემოსავალი ან სხვისი. ის ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ. ამ მომენტში 60 ათას ლარამდე მაქვს დანაზოგი ლარში. მაღალშემოსავლიან ადამიანებს შეუძლიათ დივერსიფიკაცია გააკეთონ - ნაწილი ლარში და ნაწილი გირვანქა სტერლინგში თუნდაც, ეს არ არის პრობლემა.

პრობლემა აქ არის ის, რომ მოწყვლადია ძალიან დიდი რაოდენობის, როგორც ფიზიკური პირები, ისე მცირე ბიზნესი და აქედან გამომდინარე სწორი და ჯანმრთელია ამ სეგმენტში დოლარიზაციის დონის დაყვანა. ამაზე მედავებით?!“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

236