BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2 მაისს, სასტუმრო “ვინდემ გრანდ თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნება

2 მაისს, თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელშეწობით, სასტუმრო კომპლექსი „ვინდემ გრანდ თბილისი“ გაიხსნება, რომელშიც $45 მლნ ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც “Business Time”-ს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში განუცხადეს, სასტუმროს გახსნის ცერემონია 14:00 საათზე შედგება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე ისრაელის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ისრაელის დელეგეციის წევრები დაესწრებიან.

„სასტუმრო „ვინდემ გრანდი“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით აშენდა. პროექტი პალატის წევრმა კომპანიამ განახორციელა. პროექტის ავტორი ისრაელელი არქიტექტორია, რომელმაც ამ პროექტით საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში  მიმდინარეობდა, ვინაიდა შენობას უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიით შესრულებული ფასადი ამშვენებს. სპეციალისტები ეცადენენ მოდერნისა და ძველი არქიტექტურა ჰარმონიულად გადმოეცათ ამ პროექტში, ვინაიდან სასტუმრო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილშია და ის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული“, - გვითხრეს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობის პროცესშო 150-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. სასტუმროში იქნება 158 ნომერი, 2 საპრეზიდენტო ნომრით, ხოლო 17 ლუქსი. სასტუმროს 5 საკონფერენციო სივრცე ექნება და მას შესასვლელში 22 მეტრიანი უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“ დაამშვენებს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს ინიციატივით, 5 სართული, რაც ჯამში 3650 კმ.მ-ი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

 „გვინდა გაცნობოთ, რომ შენობის 5 სართული, რაც ჯამში 3650 კმ.მ-ია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს ინიციატივით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. შენობის ამ ნაწილში ყველანაირი სამუზეუმო პირობაა გათვალისწინებული“, - აღნიშნავენ პალატაში.

სასტუმროს გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძეც დაესწრება.

ცნობისთვის, „ვინდემ გრანდი“ სასტუმროთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელსაც ახასიათებს დახვეწილი დიზაინი, კომფორტული ნომრები, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და მშვიდი გარემო. ყოველივე ეს განაპირობებს უნიკალურ გამოცდილებას. „ვინდემ გრანდ თბილისის“ ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან დესტინაციებში, როგორიცაა ათენი, სტამბოლი, ჩიკაგო, მანამა და შანხაი. ამ სიას სულ მალე  თბილისიც დაემატება.ობიექტის მართვას კომპანია McInerney Hospitality International Georgia განახორციელებს .

აღსანიშნავია, რომ Wyndham Hotels & Resorts (ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) წარმოადგენს მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილეს ფრენჩაიზერს. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს. „ვინდემის“ ობიექტების 792,000 ნომერი განსაკუთრებით მიმზიდველია ყოველდღიური მოგზაურისთვის, რის შედეგადაც კომპანიას წამყვანი პოზიციები უკავია სექტორის როგორც საშუალო, ისე ეკონომ-სეგმენტში. კომპანიის პორტფელი მოიცავს სასტუმროების ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Super 8®, Days Inn®, Ramada®, Microtel Inn & Suites®, La Quinta®, Wingate®, AmericInn®, Hawthorn Suites®, The Trademark Collection®, და Wyndham®.  Wyndham Hotels & Resorts ასევე სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. კომპანიის მართვის ქვეშ ამჟამად 400-ზე მეტი ობიექტი იმყოფება. კომპანიის ერთგულების პროგრამა თავის 58 მილიონამდე წევრს მსოფლიო მასშტაბით ათასობით, სასტუმროში, კონდომინიუმსა და აგარაკზე ქულების განაღდების საშუალებას აძლევს.

780