BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს სახელმწიფო ვალი 2018 წელს, 1.5 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო ვალი 2018 წელს 1 511 370 040 ლარით გაიზარდა და 18 467 669 040 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგის მიხედვით, გასულ წელს საგარეო ვალმა 14.5 მლრდ ლარი, ხოლო საშინაო ვალმა - 3.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, სახლემწიფო ვალის დინამიკა მზარდია და მონიტორინგის პროგნოზით 2019 წელს ის 19.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებს თითქმის იმავე მოცულობის თანხით აღემატება (1 513 286 748 ლარი).

აღსანინავია, რომ სახელმწიფო ვალმა 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 44.5% შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ვალი მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებულ ვალსა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ კერძო სექტორის ვალს.

საშინაოვალი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის  ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია ეროვნულ ვალუტაში.

საგარეო ვალი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის  ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

208