BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Aigroup-სა და კომპანია Changan-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

კომაპნია Aigroup-სა და კომპანია Changan-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება.

157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიით, კომპანია Changan ჩინეთის ავტოინდუსტრიის ნამდვილი ლიდერია.

მემორანდუმის თანახმად, შეიქმნება  მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კვაკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.

ქართული ბრენდის ქვეშ დაგეგმილია EADO სერიის მანქანების გამოშვება, ახლო მომავალში კი ასევე BENNI-EV360 და CS55EV მოდელების.  

ქართული მანქანის პირველი წარმოება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ Changan-თან ერთობლივი წარმოება ავტოინდუსტრიაში ისეთ მსხვილ და ლიდერ კომპანიებს აქვთ, როგორებიცაა: ფრანგული ავტოჰოლდინგი PSA (Peugeot Citroën Moteurs), Ford, Suzuki, MAZDA  და ასე შემდეგ. 

„საქართველოს ბაზარზე ამ ორი დიდი კომპანიის თანამშრომლობა ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში წარმოებული პირველი ელექტრომობილებით მსოფლიოში პოზიციონირებას მოგვიტანს.

კომპანია Changan 2025 წლისთვის სრულიად ელექტრო მანქანების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს, რომელზე მოთხოვნაც  მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ ტენდენციის უპირველესი მიზეზი კი, ეკოლოგიის კუთხით არსებული გარემო და ის ენერგოეფექტურობაა,  რომელიც ამ ტიპის ავტომობილებს   მთელს მსოფლიოში გამოარჩევს” - აცხადებენ კომპანიაში.  

2166