BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მარმაქს ჯორჯია“ ზუგდიდში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

სამშენებლო კომპანია „მარმაქს ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვეა დაიწყო.

ზუგდიდში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან. აქედან ორი კორპუსი ერთმანეთის იდენტური იქნება, რაც მოიაზრებს 5 სართულს და 28 ბინას. მესამე კორპუსი იქნება 6 სართულიანი, სადაც განთავსდება 35 ბინა.

როგორც „Business Time”-თან საუბრისას „მარმაქს ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე ირაკლი ყიფიანი აცხადებს, კომპანია მომხმარებელს ქალაქ ზუგდიდის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე, ბოტანიკური ბაღის გვერდით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ კომპლექსს სთავაზობს .

„ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ხარისხი, უსაფრთხოება და ესთეტიკა სამი ერთმანეთისაგან განუყოფელი კომპონენტია და სურს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს იგრძნოს თავი მაქსიმალურად კომფორტულ, დაცულ და პრესტიჟულ გარემოში. „მარმაქს ჯორჯია“ გახლავთ კომპანია, რომელიც დასავლური დეველოპინგის ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული და ჩვენთვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილი პროდუქტის უსაფრთხოება დაცულობის კუთხით, უსაფრთხოება ეკოლოგიურობის კუთხით, მწვანე ზონები, ჯამში ჯანსაღი მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი“, - გვითხრა ირაკლი ყიფიანმა.

856