BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრემიერი: „ჩემი მოწოდებაა 2019 წელს დანერგილ რეფორმებში გამოყენებული იქნას ბლოქჩეინის მსგავსი ტექნოლოგიები“

„ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ სწორედ რეფორმებში, რომლების 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებულ იქნას ბლოქჩეინის მსგავსი ტექნოლოგიები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემების შენახვა მსოფლიოში პირველად, სახელმწიფო სექტორში სწორედ საქართველოში გამოიყენეს და მიწის რეფორმა იყო საპილოტე პროექტი.

„პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მინდა ყველას შევახსენო,რომ 2017 წელს სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოქჩეინის ტექნოლოგია სახელმწიფო სექტორში და სახელმწიფო სერვისებში და სწორედ მიწის რეგისტრაციის რეფორმა გახდაის საპილოტე პროექტი სადაც ჩვენ დავნერგეთ ბლოქჩეინის ტექნოლოგია. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენთვის ინოვაციეური მიდგომების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბლოქჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები რომლებიც არის ამ სისტემაში მისი წაშლა, შეცვლა, დაკორექტირება , გადაწერა ან მისი უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს ჩვენი მონაცემების გაცვლის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს.

სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია“, - განაცხადა ბახტაძემ.

1816