BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2018 წლის 9 თვეში საქართველოში 1 328.8 ტონა ჩაი იწარმოა

2018 წლის 9 თვის განმავლობაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ სამი სახეობის, ჯამში 1 328.8 ტონა ჩაი იწარმოა, რომლის საერთო ღირებულებამ 7 062.4 ათასი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სამი სახის ჩაის წარმოება ხორციელდება, ესენია: ჩაი დაფასოებული, რომლის ოდენობამ 9 თვეში 166.1 ტონა, ხოლო ღირებულებამ - 5 010.9 ათასი ლარი შეადგინა, მწვანე აგურა ჩაი - 1029.6 ტონა, ღირებულება - 1 330.4 ათასი ლარი; შავი და მწვანე ბაიხის ჩაი(პირველადი გადამუშავება) – 133.1 ტონა, ღირებულება- 721.1 ათასი ლარი.

მათივე მონაცემებით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ჩაის გადამუშვებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვის მოცულობამ 6.4 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოთა ბრუნვამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სამი სახის ჩაის წარმოებული პროდუქციის ოდენობამ ჯამში 2 588.1 ტონა, რომლის საერთო ღირებულება 9 519.2 ათასი ლარი იყო.

1129