BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

“Iota Hotel Tbilisi”-ში ინიციატივა „იტალიური ივნისის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE) ერთობლივი ინიციატივა „იტალიური ივნისის“ სასტუმრო „Iota Hotel Tbilisi”-ში გაიმართა.

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, „იტალიური ივნისის“ მიზანი საქართველოში იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაცია და ხელის შეწყობაა. ინიციატივაში სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ადგილობრივი სავაჭრო ობიექტი და 40-ზე მეტი იმპორტიორი მონაწილეობს. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში შესთავაზებენ.

ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზეა www.italiuriivnisi.ge შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ „იტალიური ივნისი“ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

„იტალიური ივნისის“ ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები განიხილა.

პრესკონფერენციაში, რომელიც იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნა, მონაწილეობა სააგენტო ICE-ს დირექტორმა, მაურიციო ფერიმ, ორგანიზაციის Bologna Welcome წარმომადგენელმა სტეფანო დ’აკვინომ და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენელმა ანტონელო ბონოლისმა მიიღეს.

2395