BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება, როდის? ამას ალბათ რუსი ხალხი წყვეტს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებასთან არ აკავშირებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
შეკითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი დაემხობა, უკრაინის პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო – „მე ამას ომის დასრულებასთან არ ვაკავშირებ. პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება. როდის? ამას ალბათ რუსი ხალხი წყვეტს. ჩვენ ამაზე არანირი გავლენა არ გვაქვს. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან მათ დიქტატურას, სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
143