BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსებს რუსულად ავუხსნი - რუსეთის ომი უკრაინაში არის ის, რაც მობილიზაციის შემდეგ ყველა რუსეთის მოქალაქის სახლში შევიდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მობილიზების შესახებ არის გულწრფელი აღიარება, არმიამ ვერ გაუძლო და დაიმსხვრა.
 
"რუსებს რუსულად ავუხსნი რა ხდება.
 
ამ ომში ექვს თვეში 55 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებულია. მეტი გინდა? არა? გაპროტესტება. გაქცევა ან უკრაინის ტყვეობაში ჩაბარება. ეს არის თქვენთვის გადარჩენის ვარიანტები.
 
რუსეთის გადაწყვეტილება მობილიზების შესახებ არის გულწრფელი აღიარება, რომ მათმა არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო მომზადებული უცხო ქვეყანაში შესაჭრელად, ვერ გაუძლო და დაიმსხვრა. ახლა კი, მობილიზაციის გამო, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობისთვის არის არა ტელევიზორში ან ინტერნეტში, არამედ ის, რაც ყველა რუსეთის მოქალაქის სახლში შევიდა.
 
სწორედ უკრაინის სიძლიერეზე რეაგირებს რუსეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ცვლის ტაქტიკას და ცდილობს კიდევ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე და რესურსი ომში ჩართოს.
 
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის"- განაცხადა  ზელენსკიმ. 
143