BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის. 
 
მისივე თქმით, საქართველოს მიზანია მეტად დაუახლოვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. 
 
"სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ფრეიზერის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო შვეიცარიასთან ერთად. ჩვენი მიზანია უფრო დავუახლოვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული გარდაქმნა, გავაძლიეროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრირება" - განაცხადა პრემიერმა. 
208