BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ისრაელის ელჩად ჰადას მეიცადი დაინიშნა

საქართველოში ისრაელის ელჩად ჰადას მეიცადი დაინიშნა. ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
 
"ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის  ახლადდანიშნული ელჩის რანგში.
 
ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა", - ამბობს ისრაელის დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.
 
მანამდე საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი იყო.
253