BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია.
 
როგორც მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, დაშავებულების ან გარდაცვლილების რიცხვი 35-ს აღემატება.
 
ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი 20-ს შეადგენდა.
 
ქაბულის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების მონაცემებით, მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი მიიღეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.
252