BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მართვილში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.
 
ცნობილი ხდება, რომ ის მდინარეზე ბაბუასა და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ნაპირზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გაუჩინარდა.
 
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ბავშვს მაშველები უკვე  დაახლოებით 4 საათია ეძებენ. 
 
წყარო: მთავარი არხი
244