BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ყირიმის ხიდი უნდა დაინგრეს, ის რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან აკავშირებს. 
 
პოდოლიაკი აცხადებს, რომ ხიდი რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა, ასეთი ობიექტები კი უნდა განადგურდეს. 
 
"ეს არის უკანონო მშენებლობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს", - თქვა მან.
 
გარდა ამისა, უკრაინული მედია წერს, რომ 16 აგვისტოს ყირიმის ხიდზე მოძრაობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა და ორივე მიმართულებით 38000 ათასმა მანქანამ გაიარა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელებმა რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
233