BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გზავნილების მოცულობა 46.8 %–ით გაიზარდა – რომელი ქვეყნიდან რა რაოდენობის თანხა შემოდის საქართველოში?

2022 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.
 
2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.
383