BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„სარფი“-ს საბაჟოდან ოქროს საიუველირო ნაკეთობები მალულად შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები", - წერია განცხადებაში.
 
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 
 
365