BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს მიმდინარე თვის განმავლობაში მეორე აუაქციონია, რომელთა ჯამითაც სებ-მა უკვე $30 მილიონი დოლარი შეისყიდა. 
 
"2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 
 
ივლისის განმავლობაში სებ-მა Bმატცჰ პლატფორმით $110 მილიონიც შეისყიდა. 
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ამ შესყიდვების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები არაადეკვატურ დონეზეა, ამიტომაც სებ-ი მის ეტაპობრივად შევსებას ახდენს.
 
“რა თქმა უნდა რეზერვების შევსებისთვისაც მნიშვნელოვანია. დღესდღეობით სავალუტო რეზერვების დონე არ არის ადეკვატური. რაოდენობის მხრივ გეთანხმებით რომ არ არის ცუდი," - განაცხადა გვენეტაძემ. 
 
ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 3.92 მილიარდი დოლარია. რეზერვების განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
341