BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.
 
2 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390 პროცენტით, მაქსიმალური 10.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.
333