BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბიჭებო, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე – არახამია ქართველ პოლიტიკოსებს

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
დავით არახამიამ ჟურნალისტს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ნაქინი რეზიდენცია დაათვალიერებინა და ის სიმდიდრე რისი დატოვებაც მას ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ მოუწია, რომელიც სახელმწიფომ მოგვიანებით მუზეუმად აქცია.  
 
„დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ“, – განაცხადა დავით არახამიამ.
 
 
648