BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რატომ გაყავს რუსეთს ფლოტი ყირიმიდან?

რუსული ფლოტი ყირიმიდან გადის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის ხომალდები  ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლის ბაზიდან აღმოსავლეთით ნოვოროსიისკში გადმოჰყავს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი რატომაც რუსული ფლოტი ყირიმის ტერიტორიას ტოვებს,  ოპერატიული ინფორმაცია უნდა იყოს, კერძოდ,  უკრაინელების შეიარაღებაში 300 კმ-მდე მოქმედი MGM-140 ATACMS-ის რაკეტების გამოჩენა, რამაც შავი ზღვის ფლოტი ტოტალური განადგურების მომეტებული საფრთხის წინაშე დააყენა.
 
აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტების დარტყმის ზონაში მთელი ყირიმის ნახევარკუნძული ექცევა.
 
ფლოტი გამოჰყავთ თუმცა ყირიმში რჩება ასეულობით სამხედრო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის საბრძოლო მასალების უდიდესი საწყობები, საზღვაო-ქვეითთა ბაზები, საჰაერო თავდაცვის პუნქტები და სხვა.
 
განახლებადი ინფორმაცია
619