BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და გრძელვადიანი ბორტგამცილებელი – ბეტი ნეში გინესის რეკორდსმენი გახდა

American Airlines-ის, 86 წლის ბორტგამცილებელი ბეტი ნეში გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და გრძელვადიანი ბორტგამცილებელია.
 
ბეტი ნეშმა ბორტგამცილებლად მუშაობა 1957 წელს დაიწყო და ამ პროფესიას 65 წელის მანძილზე ემსახურება. ბეტიმ თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკ-ვაშინგტონი-ბოსტონ შატლის რეისზე გაატარა. ამ მარშრუტზე მუშაობა მისი სურვილი იყო, რადგან ეს საშუალებას აძლევს მას ყოველ ღამე სახლში იყოს თავის შვილთან ერთად, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.
 
როგორც ის იხსენებს, როცა მან კარიერა დაიწყო, ბორტგამცილებლებს მკაცრი სტანდარტებით არჩევდნენ. მას არ ჰქონდა დაქორწინების უფლება,რადგან იმ დროინდელი წესებით, ბორტგამცილებელი უნდა ყოფილიყო მარტოხელა. ბეტი იხსენებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მის სახლშიც კი მიდიოდნენ და ამოწმებდნენ, ცხოვრობდა თუ არა მარტო. ამასთანავე უკონტროლებდნენ წონას და მომატების შემთხვევაში, შესაძლოა, ბორტზე ასვლის უფლება არ მიეცათ. 
 
ნეშმა  თავდაპირველად მუშაობა Eastern Airlines-თან დაიწყო და მრავალ კომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობის შემდეგ, მათ შორის დონალდ ტრამპის ავიაკომპანიასთან 1980-იანი წლების ბოლოს, დაასრულა American Airlines-ში.
 
ნეში კვლავ ესწრება ფრენის დამსწრეთა ტრენინგს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის წესების შესაბამისად.
272