BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის – დიმიტრი სამხარაძე გუშინდელ გინებაზე

"ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეების მიმართ მისივე გინებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს - " ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის".
 
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიმიტრი სამხარაძე.
 
სამხარაძემ, გუშინ, 3 ივლისს ქართული ოცნების ოფისიდან "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს აგინა.
534