BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები იძულებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა. 
 
მანამდე "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სუს-ის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა - თუ არ დაიშლებოდნენ, დააკავებდნენ. 
 
ადგილზე შეკრებილები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრისა და მინისტრების მისვლას ელოდებიან.
 
ცნობისთვის, პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა.
 
აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, შესაბამისად კანცელარაში პრემიერს და მის გუნდს ელოდენიან, აქტივისტები კი მათთვის დისკომფორტის შექმნას ხმაურით აპირებენ. 
238