BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს უშვერი სიტყვებით აგინა. 
 
დეპუტატის გაღეზიანება პარტიის ოფისთან, "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეების გამოჩენამ გამოიწვია. მან, მას შემდეგ დაიწყო გინება, რაც პროტესტის გამოსახატად აქტივისტები შენობას მიუახლოვდნენ, ის შენობიდან გადმოდგა და უშვერი სიტყვებით აგინებდა მათაც და მესამე პრეზიდენტსაც. ამის შემდეგ, სამხარაძე უკვე ოფისიდან გავიდა და მსვლელობის მონაწილეებს შენობის კართან მდგომმა აგინა. (ვიდეო) 
 
ცნობისთვის , მანამდე, მან სოციალურ ქსელში მომიტინგეებს პოსტიც მიუძღვნა – "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს!" 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
928