BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება – რამდენის გადახდა მოუწევს 1 დღით ჩასულ სტუმარს?

ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.
 
თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში. მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
 
იტალიის ხელისუფლება ქალაქის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.
 
აღსანიშნავია, რომ ვენეციის ვიზიტორთა 80%-ზე მეტი ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. ცნობისთვის, ჯამში, იტალიის ქალაქს 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.
 
 
1123